
,,ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბოლო ცნობებით, დაშავებულია „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ის“ „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მთავარი არხის“, ასევე ინტერნეტ გამოცემა on.ge-ს, „ნეტგაზეთისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტები, დაზიანებულია ტექნიკაც.
მედია ჰოლდინგი ,,აფხაზეთის ხმა“ მედიის მიმართ თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური გამოძიებისგან მოუწოდებს.