-
2021-07-05 13:04
ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი ბრენდი „ბაფთა“, რომელიც ლამაზ და განსხვავებულ თმის აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს.
უშუალოდ „ბაფთას“ შექმნის იდეა დიზაინერს 2020 წლის იანვარში გაუჩნდა. როგორც დიზაინერი იხსენებს - „ერთ დღეს, როდესაც ჩემი შეკერილი ბაფთა მეკეთა, უბრალოდ გადავიღე სურათი და განვათავსე პირად ინსტაგრამ გვერდზე. რამოდენიმე შეტყობინება მივიღე გამომწერებისგან თუ სად შეეძლოთ ასეთი ბაფთის შეძენა, ზუსტად ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე სხვებისთვისაც შემექმნა განსხვავებული და უნიკალური აქსესუარები.“ დღეს კი სოციალურ ქსელებში უამრავ მოწონებას იმსახურებს განსხვავებული თმის აქსესუარები, რომლის შეძენაც ონლაინაა შესაძლებელი. ამასთანავე მოქმედებს საკურიერო მომსახურებაც.



დროის გასვლასთან ერთად „ბაფთას“ მომხმარებელთა რაოდენობაც ემატება და მით უფრო იხვეწება ბრენდი, სწორედ ამ პირობებში გაუჩნდა დიზაინერს ბაფთებთან ერთად ლამაზი, ფერადი და საზაფხულო, ნატურალური ქვებით დამზადებული ყელსაბამებიც შეექმნა.
დღეს დღეისობით კი „ბაფთა“ გთავაზობთ უამრავი განსხვავებული დიზაინის ბაფთებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს, ჩანთებს, აბადოკებს... ასევე იქმნება აქსესუარები მომხმარებლის დიზაინითაც. ახლა დიზაინერი, იწყებს საქორწილო ბაფთების ხაზის შექმნასაც, რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში.

როგორც დიზაინერი ამბობს მომხმარებლები გრძნობენ მის დადებით განწყობას აქსესუარების დამზადებით, რომელიც სტიმულს აძლევს ბრენდი უფრო გაამრავალფეროვნოს – „თითოეულ აქსესუარს მთელი გულით ვამზადებ. ვფიქრობ, იგრძნობა ეს ყველაფერი და ზუსტად ამიტომ ვიღებ მომხმარებლებისგან ძალიან თბილ შეფასებებს. ეს არის საქმე რაც მაბედნიერებს და დადებითი ემოციებით მავსებს.“ - აღნიშნავს სოფო ბაიაძე.