ვალერი მელაძეს რამდენიმე დღის წინ 56 წელი შეუსრულდა. 42 წლის ცოლმა ალბინა ჯანაბაევამ მას დაბადების დღე ოჯახური ფოტოთი მიულოცა, რომელზეც წყვილი ვაჟებთან - 17 წლის კონსტანტინესა და 6 წლის ლუკასთან ერთად პოზირებენ.
როგორც ცნობილია, წყვილს აპრილში ქალიშვილი შეეძინათ, რომლის ფოტოს ოჯახი ჯერ არ ასაჯაროებს.
"გილოცავ, საყვარელო, ბედნიერი იყავი!" - ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს ალბინამ.