
დიზაინერი ანუკი არეშიძე დღეს იუბილარია. მან საკუთარ „ინსტაგრამ სთორში“, არაერთ მილოცვასთან ერთად, შვილების წერილიც გამოაქვეყნა: „გილოცავთ დაბადების დღეს - ბუბუ, ბიბი, ვაჩე, ნიკოლასი“ - წერია მისალოც ბარათში, რომელიც, როგორც ჩანს, პატარებმა საკუთარი ხელით გააფორმეს. ანუკისთვის კი ეს საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა და მისალოცი ბარათის ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: "ვტირი"...
ანუკი არეშიძეს დაბადების დღე მეგობრებმაც მიულოცეს, რომელიც მოგვიანებით დიზაინერმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა: „8 წლის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი სიყვარულის, მხარდაჭერისა და ერთმანეთის ნდობის გარეშე. მადლობა ყველაფრისთვის და იმისთვის, ვინც ხარ!“ - წერს ბრენდ „ანუკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა გვიშიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ანუკი არეშიძე დღეს 32 წლის გახდა.