"ერთ-ერთი შე­ტე­ვა თე­ატ­რში და­მე­მარ­თა" - სოფო შევარდნაძე

Image

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელესახე, სოფო შევარდნაძე სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს სვადასხვა ფოტოებსა და სიახლეებს. ამჯერად მან "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სა­კუ­თარ გა­მომ­წე­რებს უსი­ა­მოვ­ნო პი­რადი გა­მოც­დი­ლე­ბა გაუზიარა და მათ შეკითხვებით მიმართა.

 


"ის, რაც ადრე უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნად და რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და, თა­ნა­მედ­რო­ვე აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ნორ­მად იქცა. ჩემს გა­რე­მოც­ვა­ში ალ­ბათ არა­ვი­ნაა ისე­თი, ვი­საც ის ერთხელ მა­ინც არ გა­მო­უც­დია. ვსა­უბ­რობ პა­ნი­კის შე­ტე­ვა­ზე...

პა­ნი­კის შე­ტე­ვე­ბი - თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის თა­ვის ტკი­ვი­ლია. ის არა­ვის ინ­დობს, შე­საძ­ლოა და­ე­მარ­თოს ტოპ-მე­ნე­ჯერ­საც, მსა­ხი­ობს თე­ატ­რში, ან ბა­რის­ტას თქვენს საყ­ვა­რელ კა­ფე­ტე­რი­ა­ში. სტრე­სი, ფი­ზი­კუ­რი დაღ­ლი­ლო­ბა, ნერ­ვუ­ლი გა­მო­ფიტ­ვა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მისი მი­ზე­ზი გახ­დეს. არას­დროს დაგ­მარ­თნი­ათ? - იღ­ბლი­ა­ნი ხართ.


ხე­ლის გუ­ლე­ბი გის­ველ­დე­ბათ, გიჩ­ქარ­დე­ბათ გუ­ლის­ცე­მა, ფიქ­რე­ბი იბინ­დე­ბა, შფო­თი იზ­რდე­ბა, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ იგუ­დე­ბი და იწყებ ფიქ­რს, რომ სწო­რედ ასე­თია სიკ­ვდი­ლი. სხე­უ­ლის ყო­ვე­ლი უჯრე­დი ში­ში­თაა მო­ცუ­ლი. შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის და რა იყო მი­ზე­ზი, ან რამ და­გამ­შვი­დათ, გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა.

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე აღ­მოვ­ჩნდი. პა­ნი­კის ერთ-ერთი შე­ტე­ვა თე­ატ­რში და­მე­მარ­თა. რო­გორც კი სი­ნათ­ლე ჩა­აქ­რეს, მა­შინ­ვე შფო­თი და­მე­წყო. რი­გის ბოლო სკამ­ზე ჯდო­მა, ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, და­მემ­შვი­დე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი თავი იმით, რომ გა­სას­ვლელ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო იმ ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ მცი­რე­დით ამ­სუ­ბუ­ქებ­და შფოთს, სა­თა­ნა­დო ად­გილ­ზე რომ არ ვმჯდა­რი­ყა­ვი, გო­ნე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბო­და და­მე­კარ­გა.

წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში თა­რო­ებ­ზე უამ­რავ წიგნს ნა­ხავთ იმის შე­სა­ხებ თუ, რო­გორ მო­ვიხ­სნათ სტრე­სი, გა­ვი­გო­ნოთ სა­კუ­თა­რი ხმა და დავძლი­ოთ პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა. ფსი­ქო­ლო­გის კა­ბი­ნეტ­ში შე­საძ­ლოა სა­ა­თე­ბი გა­ა­ტა­როთ ჭეშ­მა­რი­ტი ტრი­გე­რის ძი­ე­ბა­ში. პრობ­ლე­მა კი, პი­რი­ქით, ძლი­ერ­დე­ბა. დღეს უკვე ძნე­ლია ისე­თი ნაც­ნო­ბის პოვ­ნა, ვი­საც მსგავ­სი "პა­ნი­კუ­რი" გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია. ჰოდა რა არის ეს? ბოლო ხუთ-ათწლე­უ­ლის ფე­ნო­მე­ნი? ინ­ფორ­მა­ცი­ის უწყვე­ტი ნა­კა­დი, რომ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­საც ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი უბ­რა­ლოდ ვერ ას­წრებს და ამ­გვა­რად ასუფ­თა­ვებს სა­კუ­თარ ოპე­რა­ტი­ულ სის­ტე­მას? სად ვე­ძე­ბოთ წყა­რო და რო­გორ შე­ვა­ჩე­როთ ის? გაქვთ თუ არა პა­სუ­ხე­ბი ამ შე­კი­თხვებ­ზე?" - წერს სოფო შევარდნაძე "ინსტაგრამ" გვერდზე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !