
საზოგადოება მომღერალ ნინი ქარსელაძის პირადი ცხოვრებითა და სასიყვარულო ისტორიებით ხშირად ინტერესდება, მომღერალი კი მცირე, ინფორმაციას პერიოდულად ასაჯაროებს ხოლმე.
30 წლის ქართველი მომღერალი ეკრანებზე ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გამოჩნდა და 90-იანი წლების ჰიტების შესრულება დაიწყო. ნინიმ რამდენიმე თვის წინ ოჯახი შექმნა და ხალხის ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდა მის მიმართ.
ცნობილია, რომ ქარსელაძის რჩეული 38 წლის მილიონერი ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილია.
თაზო ნინიზე 8 წლით უფროსია. როგორც ცნობილია, მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილიც ჰყავს.
მომღერალმა დაბადების დღეზე საჩუქრად ულამაზესი ბეჭედი მიიღო. წყვილმა თაფლობისთვე უცხოეთში გაატარა. მეუღლე მას საჩუქრებითა და თაიგულით მუდამ ანებივრებს.
ბოლო წლებია ქარსელაძემ სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა, მომღერალი სულ რამდენიმე "ინსტაგრამ სთორითა" და ფოტოებით შემოიფარგლება ხოლმე, თუმცა "სთორებში" მისი მეუღლე ხშირად ჩანს. წყვილი ერთად თავს კარგად გრძნობს და საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლამაზ ლოკაციას ხშირად სტუმრობენ.