-
2021-06-17 17:10
1995 წელს Victoria’s Secret-ის ხელმძღვანელებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ყოველწლიური სანახაობრივი შოუების გამართვა დაიწყეს. ბრენდის სპეციალურ კოლექციას, თან აფორმებდნენ ცნობილი მომღერლები და რჩეული მოდელები – ე.წ. “ანგელოზები” 2019 წელს გამართული ჩვენება გამაოგნებლად დაბალი რეიტინგით შეფასდა. როგორც აღმოჩნდა Victoria’s Secret-ისათვის, ეს ამ ფორმატში ბოლო სანახაობრივი შოუ გახლდათ.
სულ ცოტა ხნის წინ , Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რამაც კომპანიის მომავალი სრულად უნდა შეცვალოს.
Victoria’s Secret-ში “ანგელოზების” ეპოქა დასრულდა. თუ ბრენდის საქმიანობა აქამდე დაკავშირებული იყო გარეგნობასთან , ამჯერად VS-მა გადაწყვიტა თავის პოლიტიკაში ქალების გაძლიერების მიმართულება აქციოს პრიორიტეტად.

კომპანიამ ორი ახალი ინიციატივა წარდგინა. Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ – სწორედ ამ ორი ახალი პროექტით იწყებს ბრენდი ახალ ეტაპს. Victoria’s Secret Collective გააერთიანებს ცნობილ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების დამკვიდრებასთან არიან კავშირში.
რაც შეეხება კიბოსთან ბრძოლის ფონდს, The Victoria’s Secret Global Fund for Women’s Cancer ყოველწლიურად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს გაიღებს. გარდა კიბოსთან ბრძოლისა, ფონდი ფოკუსირდება რასობრივ და გენდერულ თანასწორობაზე და ამ მიმართულებით წარმართავს ცნობადობის ასამაღლებელ კამპანიებს.