
ესპანეთში სკოლის მასწავლებელმა მამაკაცებმა გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად და ასევე მოსწავლე ბიჭის მხარდასაჭერად, კაბები ჩაიცვეს. საქმე ისაა, რომ მოსწავლე ბიჭი სკოლიდან კაბის ჩაცმის გამო გარიცხეს. მასწავლებლებმა კი მას ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა.
აღსანიშნავია, რომ 15 წლის მიკელ გომესი კაბის ჩაცმის გამო, სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს, რის შემდეგაც, საფუძველი ჩაეყარა მოძრაობას - "სამოსს სქესი არ აქვს."
სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში, ვალიადოლიდის სკოლის მასწავლებლებმა 37 წლის მანუელ ორტეგამ და 36 წლის ბორხა ველასკესმა სკოლაში კაბით სიარული დაიწყეს, ისინი ამ კამპანიაში ჩართული პირველი მასწავლებლები არ არიან. მაგრამ როგორც ესპანური მედია წერს, ამ ორმა პედაგოგმა ახლა კიდევ უფრო მძლავრი ბიძგი მისცა სოლიდარობის მოძრაობას.