
ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაული უფროდაუფრო წარმატებული და ცნობადი ხდება საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში. მან "გუჩის" რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბრენდის სამოსით, ჩანთებითა და სხვა აქსესუარებით ცეკვავს.
ეთო მიგრიაულის ინტერესებს თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Geomodels-ი წარმოადგენს და ახალი ვიდეოც მოდელის მონაწილეობით მათ Facebook გვერდზე გავრცელდა.
ცნობისთვის, ეთო საერთაშორისო ბრენდის, David Koma-ს ახალი კოლექციის სახეც არის.