
ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის შექმნა გასულ წელს დააანონსა. NICOLAS-ი ცალკე ბრენდია და ის სამი თვიდან სამ წლამდე ბავშვებისთვის შექმნილ აქსესუარებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს აერთიანებს. როგორც ცნობილია, ბრენდი მუშაობას პირველი ივნისიდან დაიწყებს, თუმცა მისი გვერდი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ უკვე იძებნება.
სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ბრენდის სახელწოდება გასაკვირი არ იქნება, რადგან ნიკოლასი კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილის სახელია. ის საზოგადოების ყურადღებას უკვე ქიცევს და მშობლების გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს საკუთარი სტილისა და ჩაცმულობის გამო.
როგორც ჩანს, ნიკოლასი ახალი ბრენდისთვისაც პოზირებს და nicolas_kidswear-ის გვერდზე პირველად სწორედ მის ფოტოს შეხვდებით.