
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ისვენებს. მოდელი იქ დასვენების პარალელურად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. ნინი ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის ჟურნალისტია და საამიროებში ჟურნალისტის სახელით არის ჩასული.
რამდენიმე დღის წინ, ნინიმ ახალი სურათი გამოაქვეყნა, სადაც ის პრინცესა ჰაიფა მოჰმედ ალ საუდდთან ერთად არის. პრინცესა ჰაიფა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშნველოვანი ფიგურაა. ქალბატონი საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის ვიცე-პრეზიდენტია, პარალელურად ქალების უფლებებისთვის იბრძვის და პრინცესის ტიტულს ფლობს.
"რამხელა პატივია შეხვდე ასეთი ნათელი სულის ადამიანს, პრინცესა ჰაიფა მოჰამედ ალ საუდს. ძლიერი, ჭკვიანი და საოცრად შთამაგონებელი ქალია" - წერს ნინი "ინსტაგრამზე
"ჩემი პაწაწა უდიდესი ვარსკვლავი" - უწერს ნანუკა გოგიჩაიშვლი დას ფოტოზე.
მოდელის ახალი წამოწყება გადაცემა ნინის დღიურია „Nini’s diary”. იგი ინგლისურ ენაზე უცხოელ მაყურელელს საინტერესო ხალხს გააცნობს.