-
2021-05-27 16:59
მენტალური ჯანმრთელობის მშესახებ საზოგადოების ცნობიერება დღითიდღე იზრდება. უამრავი ადამიანი, მათ შორის, ვარსკვლავები საჯაროდ საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა, რომელთან გამკლავებაც უწევთ.
ამ საკითხზე ასევე საჯაროდ ისაუბრა რაიან რეინოლდსმა.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამას ასე გვიან ვწერ ისაა, რომ ჩემს თავს ყოველთვის ზედმეტად ვტვირთავ და მნიშვნელოვანი რაღაცები ხელიდან მისხლტება. იმის მიზეზი კი, რის გამოც თავს ასე ვიტვირთავ, ჩემი მეგობარი შფოთვაა. ვიცი, რომ მარტო არ ვარ და, რაც მთავარია, ყველამ, ვინც თავს ზედმეტად იტვირთავთ, ზედმეტად ფიქრობთ, ზედმეტად ბევრს მუშაობთ, ზედმეტად ნერვიულობთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ", — წერს მსახიობი.