
90-იანი წლების ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო სერიალი “მეგობრები” ტელეეკრანებს უბრუნდება.
მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი მეგობრის ისტორიის გაგრძელებას საზოგადოება დღეს, 27 მაისს იხილავს, Reunion-ში, რომელსაც HBO Max შემოგვთავაზებს. ყველასთვის საყვარელ მსახიობებთან ერთად, სერიალში გამოჩნდებიან ცნობილი სახეებიც. მათ შორის არის პოპვარსკვლავი ლედი გაგა, რომელიც ლისა კუდროუსთან ერთად შეასრულებს სერიალის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას “Smelly Cat”.