
ტელე წამყვანი და მოდელი მარიტა ჯანაშია მეუღლეს, თემო საჯაიას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და "ინსტაგრამ სთორების" საშუალებით რამდენიმე პოსტს უძღვნის.
"ჩემს ყველაზე დიდ სიყვარულს ვულოცავ დაბადების დღეს", "მიყვარხარ ყველაზე მეტად", - წერს მარიტა და საერთო ვიდეოს აქვეყნებს.
მარიტას და თემოს წყვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს, რადგან ორივე ტელესახეა და თემომ ხელი საყვარელ ქალს პირდაპირ ეთერში სთხოვა.
მარიტა უკვე ფეხმძიმედ არის და გოგონას სულ მალე გააჩენს. მათ გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა, თბილი სიტყვები და ემოციური კომენტარები მიიღეს.