
ხუთშაბათს AppleTV + -ის ეთერში ოპრა უინფრის შოუს „The Me You Can’t See“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარი ტრადიციულად პრინცი ჰარი იყო, რომელმაც გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას შესახებ ისაუბრა.
პრინცმა გაამხილა, რომ მისი შვილის, არჩის ერთ-ერთი პირველი სიტყვა „ბებია“ იყო: „პირველი სიტყვა, რაც არჩიმ დედისა და მამის შემდეგ თქვა, ბებია იყო, ბებია დაიანა“ - აღნიშნა ჰარიმ. „ეს ყველაზე ტკბილი და, ამავდროულად, ძალიან სევდიანი გრძნობა იყო, რადგან დედაჩემი ახლა აქ უნდა ყოფილიყო“ - თქვა სასექსის ჰერცოგმა.
პრინცესა დიანა 36 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველი ვაჟი, არჩი, ამ შემთხვევიდან 22 წლის შემდეგ, 2019 წელს დაიბადა. დედის გარდაცვალება ჰარისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, მან აღიარა კიდეც, რომ დაობლების შემდეგ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა.
ჰარიმ და მეგანმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გასულ წელს დატოვეს და ახლა კალიფორნიაში, 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფრომაციით, წყვილი მეორე შვილს ზაფხულში ელოდება.