
მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე მეორედ გახდა დედა. მან რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და უკვე სახლშიც დაბრუნდა.
ახალდაბადებულ გოგონას სახლში ოჯახის წევრები ბუშტებით და სხვა ლამაზი დეკორაციებით დახვდნენ.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, პატარა ტუსია", - დაწერა ანკას დამ "ინსტაგრამ სთორიში" და ახლადდაბადებული გოგონას ფოტო გამოაქვეყნა.
ანკა ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო. მისმა ულამაზესმა ფოტოებმა გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და მოწონებაც დაიმსახურა. როგორც თავად მსახიობი ამბობდა, მას რთული ორსულობა არ ჰქონია და არც ზედმეტ კილოგრამებს შეუწუხებია.
ცნობისთვის, მმსახიობის პირველი შვილი, ნიკოლოზი, უკვე ათი წლისაა და მოუთმენლად ელოდებოდა დის დაბადებას: „ნიკოლოზიც მთხოვდა, ბავშვი გამეჩინა და ვფიქრობ, პატარა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. რაც წლები გადის, ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რამხელა იმედი და ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე ახლობელი გყავს დის ან ძმის სახით“ - ამბობდა ანკა ერთ-ერთ ინტერვიუში.