
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და მომღერალ ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს მათთვის არ იშურებენ.
ამჯერად წვილი ბათუმში ისვენებს და მოგზაურობის ამსხაველ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებსაც უზიარებს: „როგორ ჰგავხართ ერთმანეთს“, „უნაკლო წყვილი“, „რა სასიამოვნოა თქვენი ყურება“ - წერენ ირაკლისა და ლიზას გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.
ლიზამ და ირაკლიმ საკუთარი ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინა გაასაჯაროვეს, რასაც საზოგადოების მხრიდან გაოცება და აღფრთოვანება მოჰყვა. წყვილს შორის სხვაობა 17 წელია, თუმცა ეს მათთვის როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავს. როგორც ირაკლი მაქაცარია „ინსტაგრამსთორიში“ წერდა, ისინი უკვე 9 თვეა, რაც ერთად არიან.