
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი სტილი, პირადი ცხოვრება თუ კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. რამდენიმე წლის წინ ის სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიური იყო, თუმცა ბოლო დროს საკუთარ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.
მომღერალი ხმაურიანი პირადი ცხოვრებით მუდმივად იქცევდა ყურადღებას. ის რამდენიმე წლის წინ სკანდალშიც გაეხვა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს. მოძალადე მამაკაცს ნინა წკრიალაშვილმა სასამართლოში უჩივლა, ხოლო თავად საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა.
ნინა წკრიალაშვილი იანვარში 43 წლის გახდა. როგორც მისი გამომწერები აღნიშნავენ, მომღერალს ასაკი არ ეტყობა, თავად ნინამ კი გუშინ „ინსტაგრამსთორიში“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „როცა 43 წლის ხარ და ვერ გადაწყვიტე, დაბერდე თუ გადადო დაბერება, თან ორივე გეზარება.“