
ელიტა სტრიმინგ სერვის ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი მიიზიდა. სიუჟეტი ესპანეთის მდიდრულ სკოლაში ვითარდება და თინეიჯერების დრამებსა და ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს.
ტრეილერიდან ჩანს, რომ ძველ და კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად, მეოთხე სეზონი ახალ მოსწავლეებსაც წარმოგვიდგენს. მეოთხე სეზონის პრემიერა 18 ივნისს შედგება. ტრეილერიდან აშკარაა, ძალიან საინტერესო ისტორიები გველის.