
ბავშვებმა, რომლებსაც კოვიდ ვაქცინა არ გაუკეთებიათ, საკლასო ოთახებში პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩმა განაცხადა.
„შემოდგომაზე სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“,- აცხადებს ფაუჩი.
შეგახსენებთ, რომ ფაუჩის თქმით, ვაქცინირებულ პირებს პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ.