
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრია „სინოფარმით“ აცრილებს სავალდებულო კარანტინის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა თავიანთ შექმნილ ვებ გვერდზე ავრცელებს.
„ნებისმიერმა პირმა ავსტრიაში შესვლისთანავე უნდა წარადგინოს ვაქცინაციის სერთიფიკატი Covid-19-ის წინააღმდეგ.
პირი აცრილი უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით – BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson / Janssen, AstraZeneca ან Sinopharm / BIBP COVID-19“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ის პირები რომელთაც არ ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია, ვალდებულნი იქნებიან ჩაიტარონ PCR ან ანტიგენ ტესტი და გაიარონ 10 დღიანი კარანტინი.