
ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც უკვე მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ყურადღებაც მიიპყრო, ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა.
Footballcritic-მა ნიჭიერი ფეხბურთელების 50-ეული გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია კი სიაში მე-7 ადგილს იკავებს.
20 წლის ქართველზე წინ სიაში მხოლოდ ერლინ ჰოლანი, ალფონსო დევისი, ფილ ფოდენი, ერიკ გარსია, ჯოვანი რეინა და ანსუ ფატი არიან.
ხვიჩას მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები ჩამორჩებიან, როგორებიცაა ვინისიუს ჟუნიორი, მეისონ გრინვუდი და კალუმ ჰადსონ-ოდოი.