
ყველასთვის კარგად ცნობილია ჩრდილოეთ კორეაში არსებული მკაცრი რეჟიმი და თანამედროვე სამყაროში ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და დაუჯერებელიც კია. ამჯერად, სახელმწიფოს მკაცრმა ლიდერმა – კიმ ჩენ ინმა გადაწყვიტა საზოგადოების ჩაცმულობაშიც შეეტანა მცირე კორექცია.
მისი გადაწყვეტილებით იკრძალება ტანზე მომდგარი ჯინსების ტარება, რომელიც მისთვის ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ “დასავლურ ღირებულებებს” შორის, რომლებიც თავისი რეჟიმისთვის დამანგრევლად მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ უცხოური მედიის თქმით, ის ჯინსებთან ერთად ექსტრავაგანტული ვარცხნილობების წინააღმდეგაც გამოდის.