-
2021-05-19 14:16
ცნობილი სუპერმოდელი, ნაომი კემპბელი დედა გახდა. 50 წლის ლამაზმანმა ახალი ამბავი გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის საშუალებით აცნობა და ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.
"ამ პატარა მშვენიერებამ დედად ამირჩია. ასეთი კეთილი სულის ყოფნა ჩემს ცხოვრებაში დიდი პატივია. არ არსებობს სიტყვები იმ სამუდამო კავშირის აღსაწერად, რაც შენთან მაქვს, ჩემო ანგელოზო, არ არსებობს უფრო დიდი სიყვარული“, - წერს სუპერმოდელი სოციალურ ქსელში.
ახალი ამბავი ნაომის დედამ, ვალერია მორის კემპელმაც დაადასტურა თავის ინსტაგრამ გვერდზე.
მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია ელოდა, როდის გახდებოდა ბებია და ახლა ძალიან ბედნიერია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნაომისთვის ეს პირველი შვილია. 2017 წელს მან Evening Standard-თან ისაუბრა იმის შესახებ, რომ შვილის გაჩენა სურდა.
"მე ყოველთვის ვფიქრობდი ბავშვების გაჩენაზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მეცნიერება ისე განვითარდა, ამის გაკეთებას მაშინ შევძლებ, როცა მომინდება“, - აღნიშნა მოდელმა.
დამატებითი დეტალები ახალშობილის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.