
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საყვარელი წყვილია. დაქორწინების შემდეგ გიორგი და მარიტა სხვადასხვა გადაცემასა და შოუს სტუმრობენ და თავიანთი სიყვარულის ისტორიას ყვებოდნენ.
"მან ისეთი შეგრძნებები მომიტანა, მგონია, რომ მას ველოდებოდი ამდენი ხანი. მარიტამ გულწრფელი ბედნიერების შეგრძნება მომიტანა. ეს რომ არ დამენახა, არ გადავწყვეტდი დაქორწინებას. ჩემიანია, ჩემნაირია, ოღონდ ქალია… ხანდახან მგონია, რომ ჩემი ნეკნია“, - ამბობს გიორგი ინტერვიუს დროს.