
საქართველოს მოქალაქემ მადრიდის "ერმიტაჟში" მძევლები აიყვანა და საიუველირო მაღაზია გაძარცვა.
4 მაისს, საქართველოს 31 წლის მოქალაქემ კონსტანტინე ფ.-მ დემონსტრაციულად გაძარცვა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი".
მძევლების აყვანით განხორციელებულმა ძარცვამ, ჩხუბმა და ვიტრინების მსხვრევამ, პანიკა გამოიწვია. მიმდებარედ მოხდა მოძრაობის პარალიზება. ეს ამბავი მძარცველის დაპატიმრებით დასრულდა.