
სამართალდამცავებმა 26 წლის ზაზა გ. ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის N27-ში, BMW-ს მარკის ავტომობილის დაწვის ბრალდებით აიყვანეს.
ავტომანქანა მოქალაქე დავით მანჯავიძეს ეკუთვნის.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულსა და დავით მანჯავიძეს შორის ფინანსური დავა არსებობდა.
დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ–ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 22 იანვარს ღამით მოხდა.
ავტომობილის მფლობელი დავით მანჯავიძე მომხდარს მისი და გივი თარგამაძის მეგობრობას უკავშირებდა და პარალელს კრიმინალურ ავტორიტეტ „ლავასოღლისთან“ ავლებდა.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.