
29 წლის სოფია კოვაჩი ქუთაისელი ფოტომოდელია. რამდენიმე კვირის წინ მან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და უცნობი რეპერის კლიპში შიშველმა იპოზიორა.
როგორც თავად აცხადებს, ფოტოხელოვნება ძალიან იზიდავს და კლიპში თამაშსაც ამიტომ დათანხმდა.
„აიტვირთა თუ არა "ტუზი მაქციას" კლიპი ინტერნეტში, ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ეს საქართველოა, სადაც თვლიან, თუ გაიხდის გოგო, ის ცუდი ყოფაქცევისაა, მაგრამ ამ კომენტარებზე არანაირი რეაქცია არ მქონდა. ვიცოდი ყველას არ მოეწონებოდა...
ორი კვირით სახლიდან წავედი ამის გამო. ოჯახში ცუდი მდგომარეობა იყო, ძალიან გაბრაზდნენ. ახლა უკვე აღარ საუბრობენ ამ თემაზე.
ამ ეტაპზე ფიტნესით ვარ დაკავებული. კარგი შედეგები მაქვს. სულ მალე ძალიან მაგარი ფოტოების გადაღებას ვაპირებ. სხეული უფრო კარგ ფორმაში მექნება ვიდრე მაქვს. მე მომწონს შევსებული ქალები, მეც გამიყოლებია თვალი.
გიორგი ვაშაძე მომწონს ძალიან. რატომღაც ძალიან საყვარელია და სიმპატიას იწვევს ჩემში. ძალიან მომწონს. ნიკა მელიაც სიმპატიურია...- ზურა ზვიადაურს ვიცნობ კარგად, ჩემი მეგობარია.
...ძალიან კარგი ადამიანია. სექსუალურია და ყოველთვის ექცევა ქალების ყურადღების ცენტრში. მეგობრებმა გამაცნეს ბარში. წლებია ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ადამიანია. კარგი მეგობრობა იცის. სურპრიზების მოწყობაც უყვარს, მაგრამ ჩემთვის არ მოუწყვია,“ - ამბობს სოფია კოვაჩი.
http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/105410-vin-aris-zura-zviadauris-seqs-simbolo-megobari-quthaisidan-romelic-kameris-tsin-gashishvlda-video8-photo.html