
ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,როდესაც ახალგაზრდა კაცმა როი რაიმონმა გადაწყვიტა მეუღლისათვის გაეკეთებინა დიდი სიურპრიზი, ეჩუქებინა ქალის თეთრეული და წავიდა ადგილობრივ მაღაზიაში. სამწუხაროდ,მაშინ, ამ ტიპის მაღაზიები მამაკაც კლიენტებს სათანადოდ ვერ ემსახურებოდნენ.ისინი შებოჭილები იყვნენ და ამიტომ არჩევანის გაკეთებაში ვერ ეხმარებოდნენ.
ამ ფაქტმა როი დააფიქრა და მან მალევე გადაწყვიტა,რომ თავად შეექმნა ბრენდი და გაეხსნა მაღაზია.ახალგაზრდა როიმ ჩანაფიქრი მალევე აასრულა. მან შექმნა ახალი ტიპის ევროპული კომბინირებული და ელეგანტური ხაზი.
პირველი მაღაზია გახსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში.ყველაფერი ვიქტორიანული ეპოქის სტილში იყო გადაწყვეტილი. აქ საქონელი უფრო აზრიანად იყო წარმოდგენლი.მაღაზიაში იხილავდით მანეკენებს და სიტუაცია იქმნებოდა ისეთი, რომ მყიდველს უადვილდებოდა სასურველი მოდელის არჩევა. ასევე, მაღაზიის დიდი პლიუსი ის იყო რომ მათ ჰყავდათ ძალიან კარგი მომსახურე პერსონალი რომელსაც შეეძლო ნებისმიერ კითხვაზე ეპასუხა კლიენტისათვის. მაღაზიაში მხოლოდ ქალი არ იგრძნობდა თავს კომფორტულად,ეს შეგრძნება მამაკაცზეც ვრცელდებოდა. მაღაზიის კიდევ ერთი, დიდი პლუსი ის იყო, რომ მათ შექმნეს სპეციალური კატალოგები, მათთვის ვისაც რცხვენოდა მაღაზიაში სიარული , ან სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სახლიდან გამოსვლას. იგი ამ კატალოგის საშუალებით აარჩევდა სასურველ მოდელს და შემდეგ სახლშიც კი მიჰქონდათ მისთვის.
ამ მიდგომამ გაამართლა. ეს იყო რევოლუციური იდეა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში.რამაც მაღაზიების გაზრდა გამოიწვია, მათი რაოდენობა გაიზარდა 6 ით. ვიქტორია სექრეთი საკმაოდ პოპულარული გახდა მაგრამ მალე როის ფინანსური პრობლემები შეექმნა დაიძულებული გახდა გაეყიდა ეს კომპანია 6 მილიონ დოლარად. უკვე ახალ მფლობელთან ერთად დაიწყო ბრენდის ახალი ისტორია უფრო დიდი წარმატებით.
ახალი მფლობელი ლესლი ვექნერი იყო და მან კომპანიის პოლიტიკა შეცვალა. თუ ადრე როი ზრუნავდა მამაკაცებზეც,ლესლიმ აქცენტი ქალებზე გააკეთა. მან შესთავაზა ქალებს ნაზი და მოხდენილი თეთრეული, სტილი გახადა უფრო გლამურული და მასობრივი წარმოებაც დაიწყო .
პროდუქციის გაყიდვა მხოლოდ ევროპაში ხდებოდა. ამიტომ, სათაო ოფისად ლონდონი იყო მითითებული. ლესლის საქონელი იყო ფუფნების საგანი. ეს არ იყო მხოლოდ აუცილებლობა.იგი იყო ქალის დიდი კომფორტი და სიამოვნება.მალე მათ უკვე კაბების, პიჟამოების, სუნამოების ფეხსაცმელების და სხვათა გამოშვება დაიწყეს.კომპანიის მფლობელის მიზანი, გაევრცელებინა საქონელი მთელ მსოფლიოში და ვიქტორია სექრეთი ყოფილიყო ბრენდი რომელის შესახებაც მსოფლიოს ეცოდინებოდა -შესრულდა!ლესლიმ ეს თავისი ჭკუითა და სპეციალისტების დახმარებით შეძლო. ნოვატორული იდეებით ის ინარჩუნებდა ერთგულ მყიდველებს.მათ სთავაზობდა სპეციალურ ფასდაკლების ბარათებს.
ვიქტორიას სექრეთი დღითი დღე იზრდება. ბრენდს აქვს არაჩვეულებრივი მომსახურება, პროდუქტი და რეკლამა. ვიქტორია სექრეთის გოგონები კიდევ ერთ დამატებით ხიბლს აძლევენ ამ უდიდეს კომპანიას.