-
2014-03-13 10:46
ჩეხეთში მომხდარ უცნაურ თვითმკვლელობაზე ადგილობრივი მედია წერს: 31 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობის ამ მეთოდით მრავლისმნახველი კრიმინალისტებიც გააოცა.
როგორც ირკვევა, მამაკაცი უკაცრიელ ადგილას მანქანით გავიდა, თოკის ერთი ბოლო ხის ტოტს მიაბა, მეორე ბოლოსგან ყულფი გააკეთა და კისერზე ჩამოიცვა, ამის შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა, ძრავი აამუშავა და ავტომობილი დიდი სისწრაფით დაძრა ადგილიდან.
მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს პოლიცია იძიებს. თვითმკვლელის ვინაობა დადგენილია, თუმცა, უცნობია, რამ აიძულა მას, სუიციდი ჩაედინა.