
აფხაზეთში მასალის მოსამზადებლად ჩასული ტელეარხ „TCН“–ის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებიც ადგილობრივ კერძო სასტუმროში გაჩერდნენ, გაურკვეველი მიმართულებით, თითქოსდა დაკითხვაზე წაიყვანეს და მას შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში მათთან კავშირი არ მყარდებოდა.
როგორც გაირკვა, ჟურნალისტი ნატალია პისნა და სერგეი კისელიოვი სამოქალაო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დასაკითხად წაიყვანეს, რამდენიმესაათიანი პროცედურის შემდეგ კი უთხრეს, რომ მათ სოხუმი და საერთოდ, აფხაზეთი, უნდა დაეტოვებინათ.
„ამჟამად ისინი უკვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მალე ჩამოფრინდებიან კიევში“, იტყობინება TCН.
შეგახსენებთ, რომ ნატალია პისნა კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების დროს აქტიურობდა და და რამდენიმე გახმაურებული სიუჟეტის ავტორიცაა. ის გრუშევსკიზე მიმდინარე დაპირისპირების დროს ფეხშიც დაჭრეს.