გოგა ხაჩიძე: სიმართლე 45 ლარი ჯდება, გელოდებით, დაასახელეთ კონკრეტული გვარები

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე წერს, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს „გაქცეულებად“ მოხსენიებულმა (მედიაში გავრცელებული, სავარაუდოდ, ყალბი სიის მიხედვით) წინა ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა შსს-სგან კონკრეტული ცნობა გამოითხოვეს.

საქმე ეხება გიორგი მელაძესა და პავლე კუბლაშვილს, რომლებიც გავრცელებულ სიაში „გაქცეულებად“ არიან მოხსენიებულნი. გოგა ხაჩიძის ინფორმაციით,“მათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმართეს და გამოითხოვეს 1997 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლაზე სრული ინფორმაცია.

 

დოკუმენტის გაცემა დაჩქარებული წესით 45 ლარი ჯდება. ზუსტად 2 საათში დოკუმენტი შეუფერხებლად გაიცა. ოფიციალური დოკუმენტი კონკრეტულად ამტკიცებს, რომ გიორგი მელაძე 3 აგვისტოს გავიდა და 9 აგვისტოს შემოვიდა, 14:19-ზე.

 

რაც შეეხება პავლე კუბლაშვილს, მან 2008 წელს საქართველო დატოვა 1 დეკემბერს და დაბრუნდა 6 დეკემბერს.

 

მაშ ასე, სიმართლე 45 ლარი ჯდება და სიმართლის გასარკვევად კონკრეტული გზა არსებობს. მივმართავ საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს!

 

თუ თქვენ ბ-ნი პაატა დავითაიას საპარლამენტო კომისიის დასკვნას არ იცნობთ, თუ თქვენ ამდენი ხნის განმავლოვაში ვერ მოახერხეთ ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა, დაასახელეთ კონკრეტული სახელი და გვარი და მე გავაკეთებ ამას.

 

ერთხელ და სამუდამოდ დაგიმტკიცებთ, რომ 2008 წელს არცერთი თანამდებობის პირი ქვეყნიდან არ "გაქცეულა". გ ე ლ ო დ ე ბ ი თ !“, - წერს გოგა ხაჩიძე.

 

 

goga-gasvla-2008.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !