
ირინა სარიშვილი ჭანტურია გაღიზიანებას გამოთქვამს ონლაინ-საიტებზე მის შესახებ გამოქვეყნებული ნიუსების კომენტარების ველში უცენზურო გამონათქვამებისა და მისი შეურაცხყოფის გამო და კომენტართა ავტორებს პასუხის გაცემას "თავისი სამართლით" ჰპირდება.
ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" წერს:
"ვაფრთხილებ ყველა სააგენტოს და სოციალურ ქსელში განთავსებულ საიტებს: თუ უახლოეს პერიოდში არ აილაგმება თქვენს "ნიუსებზე" ბინძური, ცილისმწამებლური, ყოველგვარ ზღვარსგადაცილებული კომენტარები ნაძირალა ერთი მუჭა კომენტატორების მიერ, მე იძულებული გავხდები, დაგბლოკოთ, რადგან ამ ფასად პიარი მე არ მჭირდება!!!
რაც შეეხება ნაძირალა კომენტატორებს, მათ გასაგონად ვამბობ: მიწიდან ამოგიღებთ!!! ტყუილად გგონიათ, რომ არ ვიცი, ანონიმურ სახელებს უკან ვინც დგახართ!!! ამ ქვეყანაში არც სამართალია და არც სასამართლო და ამიტომ მე ჩემი სამართლით გაგასამართლებთ ყველას, ვისაც რაღაც გროშების გამო ადამიანის სახე გაქვთ დაკარგული!!!!!!!!!
ამჯერად უკვე მე ვთხოვ ყველა საინფორმაციო საიტს, ეს განცხადება გაავრცელოს".