
კიევის საგანგებო ეკონომიკურ სამიტზე კახა ბენდუქიძის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებზე „ტაბულა“ წერს. გამოცემა აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა რჩევა მისცეს ბენდუქიძემ და სამიტის სხვა სტუმრებმა უკრაინელებს.
„კახა ბენდუქიძემ (საქართველო), სვენ ოტტო ლიტორინმა (შვედეთი) და ივან მიკლოშმა (სლოვაკეთი) კითხვა-პასუხისთვის დათმობილი დრო რეფორმირების თემაზე ისაუბრეს. კახა ბენდუქიძემ უკრაინელებს ურჩია, რომ პირველი საკითხი, რომელსაც რეფორმები უნდა შეეხოს, კორუფციაა.
"კორუფცია არის პირველი მტერი, ის რამაც დაასუსტა უკრაინა".
სამივე მომხსენებელი ერთხმად აღიარებს საკუთარი გამოცდილებიდან, რომ რეფორმები უნდა იყოს სწრაფი და ერთდროულად ყველა მიმართულებით, იმისათვის რომ ის დანახარჯი, რაც რეფორმირებას მოჰყვება, გამართლებული იყოს შედეგებით, რეფორმირების პროცესი კი გამჭვირვალე.
"მთვარია კორუფციის აღმოფხვრა, დანარჩენი თავისით დალაგდება" - ამბობს სვენ ოტტო ლიტორინი.
რეფორმების სწრაფად და ერთდროულად გატარების საჭიროების დასამტკიცებლად, მიკლოშმა სლოვაკეთის მაგალითი მოიყვანა, რომელიც დღეს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა.
მათ უკრაინას ურჩიეს, არ შეშინდნენ რეფორმების გატარებისას.” არ არის აუცილებელი რეფორმირება იყოს პოლიტიკური სუიციდი” - დაამატა ეინარს რეპსემ.“
„ტაბულა“