-
2021-02-26 17:41
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს 31 მარტამდე მოუწევთ წარმოადგინონ PCR ტესტის შესახებ ცნობა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„გაცნობებთ, რომ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაახანგრძლივა მოთხოვნა დოკუმენტზე, რომლითაც მოითხოვს კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენას, ითვალისწინებს 6 წლის ასაკის ზემოთ მგზავრებისთვის“, - წერს თურქეთის ეროვნული ავიაგადამზიდი “ტავ”- ის პარტნიორებს.
მათი ინფორმაციით ამჯერად, საჭირო იქნება ტესტის ჩაბარება არა უადრეს 72 საათისა ფრენის დაგეგმვამდე და არა ქვეყანაში შესვლისას, როგორც ეს მანამდე იყო. საბუთი შემოწმდება თვითმფრინავში ჩასხდომისას, მის გარეშე მოგზაურს უარს ეტყვიან ფრენის განხორციელებაზე.