როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია

Image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

 

„1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი გამოცდებისთვის - ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მასწავლებლის საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს პირველად შესთავაზებს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს და ასევე, მასწავლებლობის მსურველებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, ის მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ იქნება. online.naec.ge არის ვებგვერდი, სადაც უნდა შევიდნენ აპლიკანტები დასარეგისტრირებლად.

აბიტურიენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ცნობარი აბიტურიენტებისთვის, რომელსაც ყველა ელოდება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები დაკვირვებით უნდა გაეცნონ. ცნობარი ელექტრონული სახით ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. მასში მოცემულია ის საგამოცდო პროცედურები, რაც უნდა გაითვალისწინონ.

გარდა ამისა, იცით, რომ პრაქტიკოსი მასწავლების ნაწილი შარშან იყვნენ დარეგისტრირებული, მაგრამ მათი გამოცდა გადაიდო. შესაბამისად, ის მასწავლებლები, ვინც გამოცდაზე იყვნენ დაგისტრირებული, რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ ამ გვერდზე და შეცვალონ სარეგისტრაციო მონაცემი, მაგალითად, ზოგ მასწავლებელს შეიძლება სურდეს საგნის შეცვლა. ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება მასწავლებლებს და აბიტურიენტებს დასჭირდეთ, ჩვენს ვებგვერდზეა მოცემული. ეს არის კრებულები, გზამკვლევები და ა. შ.

1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის პროცესი აბიტურიენტებისთვის არის პირველი ეტაპი, ვინც ამ პერიოდში წარმატებით დარეგისტრირდება, შეუძლია 15 აპრილის ჩათვლით გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. კონკრეტრულად ეს ეხება საგნის ცვლილებას ან ენის შეცვლას“, - განაცხადა გორგოძემ.

 
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !