
საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად მარტის დასაწყისიდან აღდგება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.
კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება აგრეთვე 1-ლი მარტიდან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.