
"თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს და თუ ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს". - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ირაკლი ღარიბაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ "ქართული ოცნების" ლიდერს აქვს არჩევანი - დაპირსიპირება თუ შეთანხმება და თანამშრომლობა. თუ ის აირჩევს დაპირისპირების გზას და თუ ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ შეთანხმებისთვის. ყველა დაიღალა ამ დაპირისპირების ფონით, თუ მეორე მხარე იქნება აგრესიული, თუ შეეცდებიან ისევ შტურმით დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები და თავპირის მტვრევა ატეხონ ქვეყანაში, ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ ჩვენგანაც, საზოგადოებისგანაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგანაც", - განაცხადა ვაშაძემ.