
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას ტაშით შეხვდნენ.
ოფისში შეკრებილებმა ეზოში საქართველოს დროშები გაშალეს. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას აღნიშნავენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტით გახარაიმ ხელისუფლების მოსალოდნელ ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. ამის შესახებ გახარიამ განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.