
აშშ-ში ძლიერ ქარბუქსა და ყინვას სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კიელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სტიქიის შედეგად მოქალაქეები დაიღუპნენ ტექსასის, ლუიზიანას, კენტუკისა და მისურის შტატებში.
ამ ეტაპისთვის ტექსასის შტატში, დალას-ფორტ-უერთში, მინუს 17C ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც 1903 წელს დაფიქსირებული რეკორდი (მინუს 11C) მოხსნა.
ტექსასის სამხრეთ ნაწილში ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, სახლების გასათბობად გრილები და პროპანის გამათბობლები არ გამოიყენონ. ასეთი მოწყობილობების გამოყენების შემდეგ მხუთავი აირით მოწამლული რამდენიმე მოქალაქე საავადმყოფოებში მოხვდა.
ქვეყანაში უამინდობას კვირის ბოლომდე ელოდებიან.