
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია თეა წულუკიანმა საკუთარ FACEBOOk-ის გვერდზე გაავრცელა.
“პატარების მერე მთელ ოჯახს გვეწვია კორონა, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და გამხნევებისთვის! სახლში ყოფნა, დღე 4”, – გამოაქვეყნა თეა წულუკიანმა.