
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს. - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ, თავიანი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს, თუმცა შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.
რაც შეეხება Moderna-ს, კომპანია კლინიკურ ცდებს 12-დან 18 წლამდე მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.