
აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით, ოჩამჩირის რაიონში ჩააქრეს ტყის ორი ხანძარი, რომელიც საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნიდა.
“ტყე იწვოდა ოჩამჩირის რაიონის მიკუსა და აკვასკიას სოფლებში. ხანძრის მთლიანი ფართობი 8 ჰექტარი იყო. არსებობდა საფრთხე , რომ ხანძარი დასახლებულ ტერიტორიებზეც გავრცელებულიყო . მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის კერების სრულიად ჩაქრობა”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გაცრცელებულ განცხადებაში.