
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა , რომ სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ეს რეგულაცია მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ეხებათ.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლებში, დაწყებული მეხუთე კლასიდან და ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება". - ამბობს მიხეილ ჩხენკელი .
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლებს დეტალური ინსტრუქციები დაურიგდებათ: "ეს ყველაფერი დაიწყება ხვალიდან და კეთდება იმისთვის რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია და მას შენარჩუნება სჭირდება".