
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა, მასთან აუდიენციის შემდეგ, განაცხადეს, რომ შეზღუდვები შესაძლოა კიდევ შემსუბუქდეს.
მათ პრემიერთან შეხვედრისას განიხილეს შეზღუდვები და რისკები. შეხვედრის შემდგომ გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი შესაძლოა 23:00 საათამდე გადაიწიოს
ვინაიდან მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ძალაში რჩება კომენდატის დრო 21:00 საათიდან, ამან შესაძლოა, დამატებითი რისკები შექმნას მგზავრთა ნაკადის გადაყვანის მხრივ. აქედან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს თხოვნით, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის დროდ განისაზღვროს 23:00 საათი, ნაცვლად 21:00 საათისა, ანუ ორი საათით გახანგრძლივდეს პერიოდი.
პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ამ საკითხის განხილვას დაპირდა და უთხრათ, რომ მოკლე პერიოდში გადაწყვეტილებას აცნობებს.