
კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პერიოდში, გამოიყოფა ტერიტორია, სადაც მოსახლეობა შეძლებს გაასეირნიოს შინაური ცხოველები.
როგორც თბილისის მერმა მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა.
„შინაური ცხოველებისვის სივრცის გამოყოფა ხალხის მოთხოვნა იყო, რათა ცხოველების გასეირნება კონფორტული და მარტივი გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ“
გამოიყო ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სიახლისა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.