
ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თეა ახვლედიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის, "გარკვეულ კატეგორიებს" ექნებათ თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება“.მისასალმებელია ყოველი მსგავსი ფაქტი ,რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ.
კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა.