
„ხშირად გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი, იმის გამო, რომ გრძელი თმა და გამორჩეული ჩაცმის სტილი მაქვს, მიზეზი ისიც გამხდარა, რომ ვმონაწილებდი სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტში“. - უყვება „აფხაზეთის ხმას“ 23 წლის გელა ხასაია , რომელიც თავის ტკივილს გვიზიარებს და ამბობს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს არა ერთი პრობლემა აქვთ.
გელამ სკოლა აფხაზეთში დაამთავრა , შემდეგ სოხუმში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა , მე-3 კურსზე მობილობით გადმოვიდა კონტროლირებად ტერიტორიაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პრობლემა აქაც შეექმნა, მისთვის უნვერსიტეტის ლექტორებს ხშირად უთქვამთ - „პატრიოტი ქართველი აფხაზეთში არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან ისინი ჩვენი მტრები არიან“! ამბობს, რომ ეს სიტყვები მისთვის ძალიან მტკივნეული იყო.
გელა „აფხაზეთის ხმასთან“ სოხუმში უნივერსიტეტის პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ იქ სისტემა „ძველმოდურია“ , ჯერ კიდევ ზეპირ გამოცდებს ბილეთებით აბარებენ, ლექტორებს კი ქართველ სტუდენტებთან სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ - არიან აგრესიულები და უსამართლოები.
მისი თქმით, გალში მომუშავე პედაგოგებმა, რომლებსაც ქართული განათლება აქვთ, არ იციან რუსული ენა და პირიქით, ვისაც რუსული განათლება აქვს - არ იცის ქართული ენა. ეს კი, მოზარდების განათლებაზეც აისახება და მათ პრობლემები ექმნებათ ე.წ. საზღვრის აქეთ და საზღვრის იქითაც.
რატომ ირჩევენ ახალგაზრდები კონტროლირებად ტერიტორიას სწავლის გასაგრძელებლად ?
„კონტროლირებადი ტერიტორიის არჩევის მიზეზი არის ის , რომ თავი ვიგრძნოთ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ, ადამიანებად გვთვლიან და ჩვენი უფლებები დაცულია“ - ამბობს გელა ხასაია.
მისი თქმით, მაინც ე.წ. საზღვარს აქეთ ურჩევნია, რადგან განათლების დონე აქ უფრო მაღალია და მისთვის მნიშვნელოვანია , რომ მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს სწავლებება.
„ახალ თაობას არაფერი დაგვიშავებია , აგრესია გვერდით უნდა გადავდოთ და მოვემზადოთ იმისთვის , რომ ვესაუბროთ აფხაზ ახალგაზრდებს, უარი თქვან იარაღზე და სიძულვილის ენაზე“ - ეს გელას სიტყვებია, რომლითაც დაასრულა თხრობა იმისა, თუ როგორია მათი ცხოვრება.
გელა ხასაია ახალგაზრდებს ურჩევს და არა მარტო მათ , რომ პირველ რიგში უნდა გავითავისოთ , - „აფხაზეთის მიწასთან ერთად არაინ აფხაზები , ჩვენი მიზანი უნდა იყოს აფხაზებთან ძველი ურთიერთობების აღდგენა“.