
სამხრეთ კორეის დედაქალაქში კატებისა და ძაღლების კორონავირუსის ტესტირებას ჩატარება იგეგმება,თუ სიმპტომები ცხოველებში გამოვლინდება,გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის ცხოველში გამოვლენის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებული ახალშობილი კნუტი იყო.
ტესტი ჩაუტარდებათ ცხოველებს, რომლებიც უშუალო კონტაქტში იყვნენ კორონავირუსის მქონე ადამიანებთან და გამოუვლინდებათ ისეთივე სიმპტომები, როგორიც აქვთ ადამიანებს, მაგალითად: ტემპერატურის მატება ან სუნთქვის გაძნელებაა, სისუსტე. ვირუსის დადასტურებულ შემთხვევაში, ცხოველებს კარანტინის სახლში გატარება მოუწევთ.
მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, ძაღლის გასეირნებისას დაეცვათ უსაფრთხოების წესები,რაც გულისხმობს:სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან 2-მეტრიანი დისტანცის დაიცვას. ექსპერტები თვლიდნენ, რომ ინფიცირებული ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემა ნაკლებ სავარაუდო იყო, თუმცა ცხოველიდან ცხოველზე გავრცელება შესაძლოა გახშირდეს. ცხოველებში ვირუსის გამოვლენა იშვიათობაა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირდა.