-
2020-11-26 15:50
ბევრი მითი არსებობს იმის შესახებ, რომ თუ წყალბადის ზეჯანგს დავლევთ ან ცხვირში ჩავიწვეთებთ, ის დაგვიცავს ვირუსული დაავადებებისგან. - ეს დეზინფორმაცია კიდევ უფრო აქტუალური გახდა კორონა ვირუსის პერიოდში.
თითქოსდა, წყალბადის ზეჟანგის წყალში გაზავებით და დალევით, მარტივად მოგვარდება პრობლემა და ინფიცირების შანსიც შემცირდება. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში, ყოვლად უსაფუძვლო და არარეალურია, რადგან წყალბადის ზეჟანგის დალევას ან თუნდაც ცხვირში ჩაწვეთებას თავისი უკუჩვენებები აქვს. მაგალითად ღიზიანდება კუჭის და საყლაპავის ლორწო, რაც პრობლემებს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას.
წყალბადის ზეჟანგს გააჩნია, ტოპიკური ანუ ადგილობრივად მადეზინფიცირებელი ეფექტი, რომელიც ჭრილობების დასამუშავებლად გამოიყენება და ამ საქმეს ნამდვილად კარგად ასრულებს. მისი ზემოქმედებით ხდება: ჩირქის დაშლა, ჭრილობის გარშემო ჭუჭყის მოცილება და ჭრილობის დამუშავება ჟანგბადის, ანუ ქაფწარმონაქმნის ხარჯზე, რომელიც ხელს უშლის ინფექციის შეჭრას.
უნდა ითქვას ისიც, რომ წყლბადის ზეჟანგის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით (3%), რადგან მას გააჩნია ძალიან ძლიერი ზემოქმედების ეფექტი.
გაფრთხილება: მისი ხშირი გამოყენება გამოიწვევს მწვავე გასტრიტს და პირღებინებას.
გარდა ამისა, წყალბადს გააჩნია იმდენად ძლიერი მოქმედების უნარი, რომ ხშირ შემთხვევაში სტომატოლოგები იყენებენ თავიანთ პრაქტიკაში, მაგალითად კბილების გათეთრების მიზნით და თუ ამას გადაწყვეტთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და დანიშნულებით, რათა რეგულარული გამოყენებით არ დაიზიანოთ პირის ღრუ.
ასე, რომ წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ვირუსების საწინააღმდეგოდ ყოვლად მიუღებელია და აზიანებს თქვენს ორგანიზმს. მისი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ერთჯერადად, ჭრილობების დასამუშავებლად.
მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს.